საწყობებისთვის

ცარიელი ადგილი შემოსავალია

შემოუერთდი ქსელს: მიიღე კლიენტების ნაკადი, უფასო სამართავი პანელი და გადახდის ერთი, სანდო წყარო.

რატომ ღირს შემოერთება

ცარიელი სტელაჟი ხარჯია. ქსელში ის შემოსავალი ხდება: მოთხოვნები ჩვენგან მოდის, შენ კი მხოლოდ ადგილს გამოყოფ და საქონელს იღებ.

ხელშეკრულება და ანგარიშსწორება საწყოსთანაა: კლიენტების ძებნა, დევნა და რისკი შენი საზრუნავი აღარ არის.

  • 01კლიენტების ნაკადი ძებნის გარეშე: მოთხოვნები ქსელიდან მოდის
  • 02ერთი გადამხდელი: ანგარიშსწორება საწყოსთან, დებიტორების დევნის გარეშე
  • 03ანონიმური შეთავაზებები: შენი ფასები და დატვირთვა კონკურენტებს არ უჩანს
  • 04ყოველთვიური ჩარიცხვა და გამჭვირვალე ამონაწერი
  • 05შენ წყვეტ, რამდენს აქვეყნებ: თუნდაც ერთი ზონა, გამოქვეყნება/დამალვა ერთი ღილაკით
  • 06ვალდებულების გარეშე: ქსელიდან გასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია

უფასო სამართავი პანელი

სრული WMS ერთ ფანჯარაში: მიღება ზედნადებით, გაცემა ვადების მიხედვით (FEFO), საქონლის კატალოგი და მარაგი, ეტიკეტები და სკანერი, თვის ინვოისები. ქსელის წევრები პანელს უფასოდ იყენებენ — საკუთარი კლიენტებისთვისაც, საკუთარი ტარიფებით.

საწყოს სამართავი პანელი: დაფა ზონებით, დატვირთვით და თვის შემოსავლით
სცადე ახლავე — რეგისტრაციის გარეშე გაიხსნება შენი ცალკე დემო-პანელი, სავსე მონაცემებით: ზონები, კლიენტები, ჟურნალი, ინვოისები. ვერაფერს გააფუჭებ — ეს შენი ასლია და თავისით წაიშლება.
გახსენი დემო-პანელი
პროფილი და კლასიკლასი სპეცებიდან ითვლება (A/A−/B/C), ჩვენი აუდიტით მტკიცდება
ზონები და ადგილებიგამოქვეყნება ერთი ღილაკით — ცალკეული ადგილის სტატუსამდე
მიღება-გაცემაზედნადები და ეტიკეტები, სკანერი ტელეფონით; QC, ფოტო, FEFO, ინვენტარიზაცია
ინვოისები და პორტალითვის ინვოისები თავისით, შენი რეკვიზიტებით; კლიენტი მარაგს პორტალში ხედავს; 1C/WMS — CSV/API
საწყობის პროფილი: კლასი B გამოთვლილი ჭერის, იატაკის, დოკების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემისა და კლიმატის მიხედვით

კლასს არ „აცხადებ" — ის სპეცებიდან ითვლება და ყველაზე სუსტი კრიტერიუმით განისაზღვრება, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია. ჩვენი აუდიტის შემდეგ პროფილს „ვერიფიცირებული" ბეჯი ადგება — და კლიენტს სწორედ ეს ბეჯი ხვდება შეთავაზებაში.

გაქვს საკუთარი სისტემა? დავაერთებთ.

თუ საწყობს უკვე საკუთარი WMS მართავს, პანელის შეცვლა არ მოგიწევს: API-გასაღებით შენი სისტემა პირდაპირ ელაპარაკება საწყოს და თავისუფალი ადგილები ავტომატურად ახლდება.

POST /api/availability X-Api-Key: sk_wh_**************** { "zone": "მშრალი A · სტელაჟი", "free": 120 } → 200 OK · თავისუფალი ადგილი განახლდა

როგორ ხდება შემოერთება

01

დაგვიკავშირდი

ზარი ან WhatsApp: მოგვიყევი ობიექტზე, ზონებზე და თავისუფალ ადგილზე.

02

შემოწმება და ხელშეკრულება

ვნახულობთ ობიექტს, ვათანხმებთ განაკვეთს და ვაფორმებთ პარტნიორობის ხელშეკრულებას.

03

აქვეყნებ და იღებ მოთხოვნებს

პანელში აქვეყნებ თავისუფალ ადგილს და კლიენტების ნაკადი ქსელიდან მოდის.

არ დატოვო სივრცე გაუქირავებელი.