შენი სასაწყობე პარტნიორი
ეს ჩვენი მთავარი იდეაა: შენ ერთ წერტილს უკავშირდები, დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ.
როგორ ვმუშაობთ
მთელი საწყობის დაქირავება აღარ არის საჭირო. საწყო შემოწმებულ საწყობებს ერთ ეკოსისტემად აერთიანებს: შენ გვეუბნები, რა გაქვს შესანახი, ჩვენ მოგიძებნით საუკეთესო ადგილს, შევათანხმებთ პირობებს და ვაფორმებთ ერთ ხელშეკრულებას.
მიღება, დაზღვევა და კონტროლი ჩვენზეა. შენ მხოლოდ ადასტურებ.
- 01იხდი მხოლოდ იმდენს, რამდენი ადგილიც გიკავია
- 02დაზღვევა 1 000 ₾-მდე პალეტზე ტარიფშივეა
- 03ყოველი მიღება-გაცემა დასტურდება აქტითა და ფოტოთი
- 04მარაგს, პარტიებსა და ვადებს ონლაინ აკონტროლებ
- 05ერთი ანგარიში: შენახვა, ტრანსპორტი და სერვისები ერთად
- 06შეწყვეტა ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე
პრინციპები, რომლებზეც ქსელი დგას
ყველა საწყობი შემოწმებულია
ობიექტს ადგილზე ვათვალიერებთ: პირობები, უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმები, დოკუმენტაცია. ქსელში მხოლოდ ის ხვდება, ვისაც ჩვენვე ვანდობდით საკუთარ საქონელს.
შეთავაზება პირობებით, არა ბრენდით
ვარიანტს პირობებითა და ფასით არჩევ — ობიექტის ვინაობა ხელშეკრულებისას იხსნება. ასე შერჩევა ობიექტური რჩება და ფასი გზაში არ „თამაშობს".
ერთი პასუხისმგებელი
რამდენ ობიექტშიც არ უნდა იდოს შენი საქონელი — ხელშეკრულება, ინვოისი და პასუხისმგებლობა ერთია, საწყოსი. განთავსების შემდეგაც შენი ერთადერთი საკონტაქტო ჩვენ ვართ.